სულეიმან სოილუ: ჩვენ აქ სასტუმრო არ გვაქვს! ყველა ტერორისტი თავის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს!

  10:44:33     05-11-2019

თურქეთის ციხეებში „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული დაჯგუფების დაახლოებით 1200 პირი არის დაკავებული, - ამის შესახებ „დოიჩე ველე“ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, სულეიმან სოილუზე დაყრდნობით იტყობინება.

მინისტრის თქმით, ყველა ეს პატიმარი უნდა დაბრუნდეს თავის სამშობლოში, მიუხედავად იმისა, ჩამოერთვათ მათ იქ მოქალაქეობა თუ არა. „ყველა ტერორისტი თავის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, ჩვენ აქ სასტუმრო არ გვაქვს“,- აცხადებს მინისტრი.

მანამდე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები.

„მათ მიიღეს გადაწყვეტილება, „ისლამური სახელმწიფოს" ეჭვმიტანილი წევრებისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმიათ. ასეთი ზომები არის მიუღებელი და უპასუხისმგებლო, - აღნიშნა სოილუმ.