იაპონია სამხედრო–საჰაერო პარკს განაახლებს

  12:30:03     20-07-2011

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებმა, კომპანია Kawasaki–სთან, ოცი სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავის, ცე–2–ის შეძენასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმების ფასი დაზუსტებული არ არის. ახალი სატრანსპორტო საჰაერო საშუალებები მთლიანად ჩაანაცვლებს მოძველებულ ცე–1–ებს. 

ამ დროისათვის, იაპონური კომპანია Kawasaki სატრანსპორტო თვითმფრინავის, ცე–2–ის წარმოებითაა დაკავებული. პროექტი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თავად თვითმფრინავი კი ზაფხულის გამოცდას გადის. მცირე ხნის წინ, იაპონიის სამხედრო–საჰაერო ძალებმა კომპანიას თხოვნით მიმართეს, სამუშაოს დაჩქარებასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ იაპონიის სამხედრო–სატრანსპორტო პარკს უკვე გასდის ექსპლუატაციის ვადა და სასწრაფო გადახალისებას ითხოვს.  

ცე–2–ის შექმნა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო, პირველი ფრენა კი 2010 წელს განახორციელა. ამჟამად, სამხედრო–საჰაერო ძალებისთვის, 40 ახალი თვითმფრინავის შეძენა იგეგმება. ცე–2–ს შეუძლია 890 კილომეტრ საათში სიჩქარის განხორციელება და 37,6 ტონა ტვირთის გადატანა. თვითმფრინავის შესაძლებლობებშია ასევე, 6,5 ათას კილომეტრზე ფრენა.