ვახტანგ გომელაური: შეხვედრა, რომლის შესახებაც მეუფე იაკობი საუბრობს, არ შემდგარა

  12:17:51     30-10-2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შეხვედრა, რომლის შესახებაც მეუფე იაკობი საუბრობს, არ შემდგარა.

გომელაურის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, რატომ აკეთებს მეუფე იაკობი მსგავსს განცხადებებს.

„უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს არა მარტო მე, მთელი ჩემი გუნდი და ვფიქრობ, საქართველო. ვერ წარმომიდგენია, საერთოდ ვინმემ განიხილოს პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენების თემა. ასეთი შეხვედრა არ შემდგარა, მე არ ვყოფილვარ, არ ვიცი. არ ვყოფილვარ მსგავს შეხვედრაზე და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ? გამოძიებაზე პროკურორმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არ აპირებს გამოძიების დაწყებას. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს, დანაშაული არის თუ არა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვდნენ და ამ საკითხზე შეხვედრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა.

მისივე თქმით, შეხვედრას ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.