შალვა თადუმაძე: დღეს მოქმედი კანონმდებლობით მაკო გომურს ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი

  12:09:42     30-10-2019

საქართველოს გენერალურის პროკურორის შალვა თადუმაძის თქმით, მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სასამართლომ არსებული კანონმდებლობა გაითვალისწინა.

„სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რაც დღეს საქართველოში არსებობს, შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი“, – განაცხადა შალვა თადუმაძე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილე თექვსმეტ პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართა, რაც გენერალურმა პროკურატურამ მათ სტატუსის მინიჭებაზე, ორგანიზაციის შეფასებით, უარი დაუსაბუთებლად უთხრა.