
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი ერთხმად დაუჭირა
11:20:04     30-10-2019
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი თითქმის ერთხმად დაუჭირა.
კანონპროექტი მიზნად ისახავს თურქეთის მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების აქტივების გაყინვას და აშშ-ში სამგზავრო ვიზების დაბლოკვას. ის კრძალავს იარაღის ტრანზიტს თურქეთში, თუ მისი გამოყენება მოხდება სირიაში.
წარმომადგენელთა პალატის წევრები ასევე მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სანქციები დაუწესოს თურქეთის თავდაცვის მინისტრს.
თემაზე მოგვიანებით კომენტარი გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ნაბიჯი "შეუთავსებელია ნატო-ს სულისკვეთებისთვის".