„საქართველოში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს“

  12:12:01     29-10-2019

საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post ეხმაურება.

[I=2]როგორც გამოცემა წერს, საქართველოში 2008 წლის შემდეგ მსგავსი მასშტაბის ჰაკერული თავდასხმა არ მომხდარა.

სტატიის მიხედვით, მომხდარმა ცხადყო, რომ საქართველოს სუსტი კიბერუსაფრთხოება აქვს.

„ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თავდასხმის განხორციელება არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ სირთულეს, თუმცა წარმოაჩინა საქართველოში კიბერუსაფრთხოების სისუსტე.

საკრებულოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლების უმეტეს ნაწილს ელექტრონული ფოსტა mail.ru-ზე აქვს დარეგისტრირებული. ასევე, სახელმწიფო მოხელეები სარგებლობენ რუსული ტაქსით.

ორშაბათს საღამოს არ იყო არანაირი მტკიცებულება, რომ ჰაკერული თავდასხმა რუსეთიდან შესრულდა, თუმცა საქართველოში ეს ბევრისთვის აშკარაა“, - ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში.