პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და კიდევ რამდენიმე უწყების ვებგვერდებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

  13:45:35     28-10-2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

ვებგვერდის გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back). ამჟამად საიტზე შესვლისას აღნიშნული ფოტო არ ჩანს.

არსებული ინფორმაციით, მსგავსი ჰაკერული თავდასხმა კიდევ რამდენიმე ვებგვერდზე განხორციელდა, მათ შორის რეგიონებშიც.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.