
ვარკეთილში ტაქსის მძღოლის მკვლელობის ფაქტზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს
00:31:47     28-10-2019
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა..
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.