
მამას, რომელსაც საკუთარი 14 წლის ქალიშვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება ბრალდება, სასამართლომ განაჩენი გამოუტანა - საზარელი დანაშაული გორში
20:38:21     27-10-2019
14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებასა და მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ მიიღო.
40 წლის მსჯავრდებულის ცოლი აცხადებს, მამაკაცს შვილის გაუპატიურების ფაქტი ვერ დაუდასტურდა და ის დამნაშვედ მხოლოდ გარყვნილ ქმედებაში ცნეს.
საზარელი დანაშაული გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ოჯახის ნათესავებს ბრალდების არ სჯერათ. რაც შეეხება მეზობლებლებს, მათი თქმით ასეთი სიმძიმის დანაშაულისთვის 8 წელი საკმაოდ მცირე სასჯელია. 40 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის გაუპატიურების და მის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს, პროცესები ამ ხნის განმავლობაში დახურული იყო. მსხვერპლი ამ დრომდე თავშესაფარში იმყოფება.