გორში მამაკაცს, რომელმაც 17 წლის ორსული ცოლი ცემა, სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

  11:00:10     24-10-2019

გორის რაიონულმა სასამართლომ 17 წლის ორსული ცოლის ცემაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა.

ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. სასამართლომ განაჩენი ორი დღის წინ გამოიტანა.

მამაკაცს, რომელიც ცოლზე ძალადობდა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 2 წლიანი გამოსაცდელი ვადა შეეფარდა.

საქმე ეხება გორში მცხოვრებ-ერთ ერთ ოჯახს, სადაც ქმარმა 17 წლის ორსულ ცოლს სახელში ხელი გაარტყა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, რაც სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალა და მასზე გარკვეული დროით ზედამხედველობა დაუშვა, თავისუფლების აღკვეთის გარეშე.