მშრალი ხაჭო შუააზიურად
10:42:05     20-07-2011
მასალა:
1 ლიტრი საღი რძე
1 ლიტრი მჟავე რძე
საღი რძე წამოვადუღოთ, შევაგრილოთ 25-30°-მდე, დავამატოთ მჟავე რძე, დავდგათ თბილ ადგილას. სქელი, მკვრივი მასის გაჩენის შემდეგ ფრთხილად გადავიტანოთ ის მარლის რამდენიმე ფენაზე, ვაცალოთ დაწურვა, რაც დარჩება შევახვიოთ მარლაში და გავაჩეროთ პრესის ქვეშ 5-6 საათით, შემდეგ გავაშროთ მიღებული ხაჭო თბილ ადგილას (35-40°-მდე ტემპერატურაზე). კურუტი დიდხანს (თვე და მეტი) ინახება.