ალუჩის ჯემი

  10:41:31     20-07-2011

მასალა:

 

ალუჩა (გადარჩეული) - 1 კილოგრამი

შაქრის ფხვნილი - 5 ჩაის ჭიქა

წყალი - 2,5 ჩაის ჭიქა

 

გადარჩეული, გარეცხილი ალუჩა ტაშტში ჩავყაროთ, დავასხათ 0,5 ჭიქა წყალი და ვადუღოთ 10-15 წუთი; მოვადუღოთ 2 ჩაის ჭიქა წყლით და შაქრით სქელი სიროფი. ალუჩიანი ტაშტი გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავასხათ ზედ ცხელი სიროფი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ხარშვის დროს განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით, რომ ძირზე არ მიიწვას.