ერდოღანი: თურქეთს სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება
10:42:52     23-10-2019
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, სირიაში თურქეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყაროზე" საუბრისას აღნიშნა, რომ თურქეთს სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება.
"სირიის ტერიტორიული და პოლიტიკური მთლიანობის შენარჩუნება, ეს არის ის, რასაც ჩვენი ვაკეთებთ.
ჩვენ არ გვსურს სხვისი ტერიტორიები. ძალიან ფრთხილად ვგეგმავთ ყველა ჩვენს ნაბიჯს“, - თქვა ერდოღანმა.
რეჯებ ტაიპ ერდოღანი დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მხარეებს შორის პირისპირ შეხვედრა 5 საათს გაგრძელდა.
თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო.
ხელისუფლების განცხადებით მის მიზანს ქურთული ფორმირებების, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა განადგურება და საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნა წარმოადგენს.