მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

  12:19:50     21-10-2019

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

მკვლელობა წუხელ ღამით მოხდა.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.