"ცოლი ქამრით დაახრჩო" - ბოლნისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

  17:20:39     17-10-2019

ბოლნისის სოფელ ტალავერში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციიტ, ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლი ქამრით დაახრჩო. ამის შემდეგ, სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ ქვეპუნქტით.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.