პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

  13:31:27     17-10-2019

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა.

პლენარულ სხდომაზე ლილუაშვილის კანდიდატურას კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინაააღდმეგ წავიდა.

სუს-ის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, 2019 წლის იანვრიდან ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო.