დონალდ ტრამპი რეჯეფ ტაიპ ერდოღანს: ნუ თამაშობ მაგარი ბიჭის როლს... დაგირეკავ მოგვიანებით მე შენ!
11:56:06     17-10-2019
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის ლიდერს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს წერილი მისწერა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
"მოდი მოვილაპარაკოთ, შენ არ გსურს პასუხისმგებელი იყო ათასობით ადამიანის სისხლისღვრაში და არც მე მინდა, თურქეთის ეკონომიკა გავანადგურო. მე ვიმუშავე ნაყოფიერად შენი პრობლემების აღმოფხვრისთვის. გენერალ მაზლომს უნდა შენთან მოლაპარაკება და ის სურვილს გამოთქვამს გარკვეულ დათმობებზე, რასაც წარსულში ადგილი არ ჰქონია.
ისტორია დადებითად შეგაფასებს, თუ მოიქცევი სწორად და ჰუმანურად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მსოფლიო შენ აღგიქვამს ისე, როგორც ეშმკას.
ნუ თამაშობ მაგარი ბიჭის როლს და ნუ იქნები სულელი. მოგვიანებით დაგირეკავ მე შენ“ ,- ნათქვამია ტრამპის მიერ ერდოღანისთვის მიწერილ წერილში.