ლეონარდო და ვინჩის ახლად აღმოჩენილი ტილო ლონდონში გამოჩნდება

  14:32:12     19-07-2011

ლეონარდო და ვინჩის ახლად აღმოჩენილ ტილოს, ფართო საზოგადოება ლონდონის ნაციონალურ გალერეაში იხილავს. გამოფენა მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში გაიხსნება.

ნახატი „სამყაროს გადამრჩენელი“ 1500 წლისაა. აღნიშნულ ტილოზე გამოსახულია იესო ქრისტე.

ამ დროისათვის, სურათი კერძო პირის პირად კოლექციაშია, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეჩვიდმეტე საუკუნეში, სურათი ინგლისის მეფის, კარლ პირველის კოლექციას ეკუთვნოდა, შემდეგ კი, მისი კვალი იკარგება. მეოცე საუკუნის დასაწყისში, იგი კვლავ გამოჩნდა, მაგრამ ძლიერად იყო დაზიანებული და სასწრაფო აღდგენას მოითხოვდა. შემდეგ ნახატი კერძო კოლექციის შემადგენლობაში შევიდა და დღემდე მისი ადგილმდებარეობა არავინ იცოდა.