გლდანში 12 წლის მოზარდი დაჭრეს

  10:16:50     16-10-2019

გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა არასრულწლოვანი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის მოზარდს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

დაჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.