
პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთში 8 ქართველი ქალი დააკავეს
14:25:48     15-10-2019
თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით 8 ქართველი ქალი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ართვინის პროვინციის პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ხოფაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროსტიტუციას არალეგალურად ეწეოდნენ.
პოლიციამ რამდენიმე კლუბსა და სასტუმროში ოპერაცია ჩაატარა და სულ 33 სექს-მუშაკი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებიც.