ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ინიციატივით მიმართავს
09:32:26     15-10-2019
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოებას სირიაში შეჭრით დავიცავთ. არსებობს უკეთესი გამოსავალი, რომელსაც ჩვენს თურქ მეგობრებს ვთავაზობთ. ეს არის ადანის შეთანხმება, რომელიც სირიასა და თურქეთს შორის ისევ არსებობს. სირიის არმიას შეუძლია, თურქეთთან საზღვარი ანკარასთან ერთად დაიცვას“, - განაცხადა მოჰამედ ჯავად ზარიფმა.
14 ოქტომბერს სირიის ხელისუფლებამ ქურთების დასახმარებლად თურქეთის საზღვართან სამხედროები გაგზავნა.
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სამხედროებმა 525 ქურთი ტერორისტი გაანეიტრალეს. პარალელურად აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ჯარის გასაყვანად ემზადება.