"ხალხისთვის მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს"

  14:40:22     14-10-2019

ხალხისთვის მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"ჯუნგლები მართლა არ გვინდა.შურისძიება დაუშვებელია.მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე , წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით. ხალხისთვის მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე კონკრეტულმა გვარმა და სახელმა, არამედ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საერთაშორისო სასამართლოს უცხოელმა მოსამართლეებმა.

შეწყვიტეთ ყველამ ინდულგენციების გაცემა ხალხის დაჩქარებულ ძარცვაზე და ეროვნული დოვლათის განიავებაზე. თქვენ პირად ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე დაპირებას გაცემდით?

აბა, ხალხმა რა დააშავა?", - წერს სააკაშვილი.