„როიტერი“: აშშ-ი თურქეთისთვის მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს
12:30:14     14-10-2019
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის ემზადება.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის ოპერაციის საპასუხოდ სამხედრო ძალის გამოყენებას აშშ-ში არ განიხილავენ და არც არასდროს განიხილავდნენ.
„ხაზინის დეპარტამენტი მზად არის. ამას დიდი შედეგი მოჰყვება. თურქეთმა ეს მოითხოვა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ი თურქეთს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს მიმდინარე კვირაში დაუწესებს.