
არასრულწლოვანთან სექსუალური ქმედების ბრალდებით, გორში 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს
11:51:03     14-10-2019
გორში არასრულწლოვანთან სექსუალური ქმედების ბრალდებით 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.