
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს
12:05:20     11-10-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული გ.რ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებული ვ.მ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული გ.რ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.