
სენაკში ხელკეტებით შეიარაღებული მძარცველები ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს თავს დაესხნენ
10:06:16     11-10-2019
სენაკში ბენზინგასამართი სადგურის მორიგე ოპერატორს თავს დაესხნენ. ხელკეტებით შეიარაღებული მძარცველები ოპერატორს სეიფის გახსნას აიძულებდნენ. მათ ძალის გამოყენებით 260 ლარის წაღება მოახერხეს.
დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი უკვე დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება შს სამინისტრომ სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.