
მარნეულში, ჩაიხანაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს
15:47:13     10-10-2019
მარნეულში, ერთ-ერთ ჩაიხანაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არიან დაჭრილები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობს.