თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

  11:08:11     10-10-2019

თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“  მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.  მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, რომ ოთხი ბიჭი დაინახა, მათგან სამი კი ერთს ეჩხუბებოდა: "მერე მუშტი დაარტყა იმ ბიჭმა, დანა გაუსვა და სამივე გაიქცა".

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს  საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.