საგარეჯოში, 67 წლის კაცმა 71 წლის კაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

  15:20:10     04-10-2019

კახეთში, საგარეჯოში, 67 წლის მამაკაცმა 71 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს 20 წლის წინ გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.