ტაილანდის შეიარაღებაში Black Hawk–ი გამოჩნდება
18:06:08     18-07-2011
ტაილანდის თავდაცვის სამინისტროს მიერ, აშშ–სთან სამი ერთეული შვეულმფრენის UH-60M Black Hawk–ის შეძენის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ, პენტაგონის სამხედრო თანამშრომლობის განყოფილებამ აშშ–ს კონგრესი, უკვე გააფრთხილა. კონტრაქტის საერთო ღირებულება 235 მილიონი დოლარი იქნება. ტაილანდს, აღნიშნული შვეულმფრენების შეძენა, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ფარგლებში სურს.
იმ შემთხვევაში, თუ ტაილანდის შეკვეთას აშშ–ს კონგრესი დასტურს მისცემს, ქვეყანა შვეულმფრენებთან ერთად კომპანია General Electric–ის მიერ წარმოებულ რვა ერთეულ T700-GE-701D ძრავს, კავშირის სისტემას, სათადარიგო ნაწილებს, საჰაერო მომსახურების მოწყობილობებს მიიღებს. დღესდღეობით, ტაილანდს შვიდი ერთეული UH-60L Black Hawk–ი ჰყავს.