ოდესაში სანაპიროს ბიბლიოთეკა გაიხსნა

  16:21:53     18-07-2011

ზოგიერთი ადამიანისთვის, რუჯის მიღება გაუსაძლის პროცედურასთან ასოცირდება. ბევრმა კი არ იცის, ამ დროს თავი რითი შეიქციოს. ამიერიდან ასეთი ადამიანებისთვის ყველაზე მარტივი რუჯის მიღება ოდესის სანაპიროზე იქნება. იქ ბიბლიოთეკა გახსნეს. ზღვის სანაპიროზე წიგნებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისთვის კი, მათ ფულის გადახდა არ მოუწევთ. პროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „წინ!“-ის აქტივისტია.

ბიბლიოთეკაში 400-მდე წიგნია, მათ შორის უცხოურ ენაზე.  აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნებით სარგებლობა ადამიანებს, მხოლოდ სანაპიროზე არ შეუძლიათ. მათ საშუალება აქვთ წიგნი სახლშიც წაიღონ და ზაფხულის მზიან დღეებში დახურულ სივრცეში წიგნის კითხვით შეიქციონ თავი. ბუნებრივია მათ წიგნი გარკვეული დროის შემდეგ სანაპიროს ბიბლიოთეკას უნდა დაუბრუნონ.