ძმის მკვლელობაში ბრალდებული: ისეთ რამეს შეეხო, ვერ ვაპატიებდი
12:40:18     30-09-2019
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო. მან სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა.
"მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. თავს არ დავიცავ. დამნაშავე ვარ, მაგრამ ისეთ რამეს შეეხო, ვერ ვაპატიებდი", - აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე და უფლებადამცველის ყოლაზე უარი განაცხადა.
28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.