„ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: II“–მა რეკორდი მოხსნა

  16:21:23     18-07-2011

მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: II“ გაყიდვაში ჩაეშვა და უკვე რეკორდსმენია. „ჰარი პოტერის“ უკანასკნელი სერია მხოლოდ სამი დღეა რაც გამოვიდა და  შეერთებული შტატების მონაცმებით გამოსვლიდან პირველივე უიქენდზე ფილმმა 168, 55 მილიონიანი შემოსავალი მოიტანა, თუმცა ეს ფილმის პირველი რეკორდი არ გახლავთ.

ფილმმა რეკორდი დაამყარა კინოთეატრებში გამოჩენის პირველივე დღეს. მაშინ „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: II“–მა ავტორებს 92, 1 მილიონი დოლარი მოუტანა. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: II”–ის გამოსვლამდე კინოგაქირავების ლიდერი „ტრანსფორმები“ იყო, თუმცა ამ უკანასკნელმა პოზიცები მაშინ დაკარგა, როდესაც „ჰარი პოტერის“ უკანასკნელი სერიის ბილეთები გაყიდვაში ჩაეშვა. 

ამჯერად, კინოგაქირავებაში სწორედ ჰარი პოტერზე გადაღებული მერვე ფილმი ლიდერობს. შემდეგ კი „ტრანსფორმერები 3“ მოდის, რომელიც, წინა კვირის ლიდერი იყო და სამ კვირაში 302, 8 მილიონი გამოიმუშავა. მესამე პოზიციას კი „საშინელი ბოსები“ იკავებს.