
სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს
10:32:04     26-09-2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის სასაფლაოების მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისიში ცხოვრობდა და ძმასთან ერთად სოფელ კოღოთოში, ერთ-ერთ საოჯაო სასტუმროში მუშაობდა. საიდანაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინდა.
დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი გუშინ ღამით მწყემსსმა აღმოაჩინა და სამართალდაცმველებს შეატყობინა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.