ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს
10:05:32     24-09-2019
აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს.
ამის შესახებ ტრამპმა პოლონეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ვუშვებთ გამონაკლისს პოლონეთისთვის. ახლა ვმუშაობთ სტრუქტურაზე. შეგიძლიათ აცნობოთ პოლონელ ხალხს და პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ში, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას აკეთებს. ეს გადაწყვეტილება მის გარდა ამ დრომდე არავინ მიიღო", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ და დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერეს.
პოლონური მედიის ცნობით, აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ განაცხადს ოფიციალურად 30 სექტემბერს გაახმაურებს.