
თელავში ქმარმა ცოლი მოკლა
14:51:25     23-09-2019
თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მკვლელობის მოტივს ოჯახის ახლობლები ვერ აკონკრეტებენ.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.