"პორნოგრაფიის გადაღებაში, არა მხოლოდ თავისი შვილები, ცოლის დისშვილებიც ჰყავდა ჩართული" - არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

  11:34:49     22-09-2019

შემზარავ საქმეზე, რომელიც არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონო დამზადება-გასაღებასა და ტრეფიკინგს უკავშირდება, პორტალმა  „კვირამ“ დამატებითი დეტალები გაარკვია.

გთავაზობთ პორტალის მომზადებულ მასალას.

ცნობილია, რომ შსს-მ მძიმე დანაშაული გახსნა და ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 11 წევრი დააკავა. “კვირამ” გორში, წმინდაწყლის დასახლებაში კიდევ ერთ ბინას მიაკვლია, სადაც ერთ-ერთი დაკავებული ს.ა. თავის მეუღლესთან, მ.ც.-სა და საქმის ფიგურანტ სხვა პირებთან ერთად, სავარაუდოდ, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადებას ახდენდა.

​როგორც „კვირას“ ანონიმური წყარო უყვება, ს.ა.-ს თავისი არასრულწლოვანი შვილების გარდა, მეუღლის მოზარდი დისშვილებიც ​პორნაგრაფიის გადაღებაში ჰყავდა ჩართული.

“ნორმალური ბიჭი იყო ერთად ვმუშაობდით რაღაც პერიოდი. როგორც ბიჭებმა მითხრეს, ვიღაც უცხოელი მოდიოდა მათთან ხოლმე სტუმრად და სავარაუდოდ აქ იღებდნენ პორნოგრაფიებს. არ ვიცი რა, სიტყვები არ მყოფნის. როგორც გავიგე, თავისი არასრულწლოვანი შვილების გარდა, თავისი მეუღლის დიშვილებიც ჰყავდა ჩართული”, - უყვება “კვირას” წყარო.

ამასთან, “კვირას” ინფორმაციით, ამავე საქმეზე ლანჩხუთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს-მ 2 პირი დააკავა. ისინი ცოლ-ქმარი არიან და როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, მათ საკუთარი არასრულწლოვანი შვილები პორნოგრაფიული ვიდეოების გადაღებაში ჰყავდათ ჩართული. ჩვენთვის ცნობილია, დაკავებულ პირთა ვინაობაც, თუმცა ვინაიდან საქმეში დაზარალებული ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლებიც იყვნენ ჩართული, არასრულწლოვანთა იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად, ეჭვმიტანილთა ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “კვირას” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით,  დაკავებულთაგან სამ პირს, 1985 წელს დაბადებულ მ.ც-ს, 1978 წელს დაბადებულ ბ.ც-ს და 1984 წელს დაბადებულ გ.ბ-ს ერთმანეთთან ახლონათესაური ურთიერთობა აქვთ. ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედღულეთიდან არიან, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.  ამავე ბინაში ქირით ცხოვრობდა, კიდევ ერთი დაკავებული  ავსტრალიის მოქალაქე - პოლ ლეხმანი, რომელიც გადაღებული პორნოგრაფიული მასალის უცხოურ საიტებზე დისტრიბუციას ახდენდა და ბავშვების მშობლებსა და ნათესავებს 500-დან  3000 ლარამდე თანხას უხდიდა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

​გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით.

წყარო. კვირა.ჯი