
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ეროვნებით არაბი მამაკაცი დაჭრეს
23:50:41     19-09-2019
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მეტროსთან ეროვნებით არაბი კაცი დაჭრეს.
დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. რაც შეეხება დაშავებულს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.