რუმინელი ტელეწამყვანი, რომელმაც სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა, რასისტული გამოსვლისთვის დააჯარიმეს
14:11:59     17-09-2019
რუმინეთში, ტელეწამყვანმა რადუ ბანჩუმ პირდაპირ ეთერში ჩოგბურთელ სერენა უილიამსს შეურაცხყოფა მიაყენა.
"სერენა უილიამსი გამოიყურება ისე, როგორც ზოოპარკში წითელუკანალიანი მაიმუნები. თუ მათ ჩააცვამენ შარვალს, ისინი არაფრით იქნებიან განსხვავებულნი კორტებზე მყოფ სერენა უილიამსისგან", - უთხრა ტელეწამყვანმა მაყურებლებს.
მოგვიანებით, დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნულ საბჭოში ტელეწამყვანის სიტყვებს რასიზმის გამოვლინება უწოდეს და ჟურნალისტი 1900 დოლარით დააჯარიმეს.