ისრაელი ყველაზე დაცული ქვეყანა ხდება

  19:23:34     16-07-2011

ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამები ბოლო დროს ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში. ბოლოს ამ მხრივ განსაკუთრებით ისრაელი აქტიურობდა. ამ ქვეყნის თავადაცვის სამინიტრომ ოთხდონიანი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის შექმნის გეგმა შეიმუშავა. ეს გეგმა უახლოეს მომავალში ქვეყნის ხელისუფლებას განსახილველად გადაეცემა. აღნიშნული სისტემა, „საგანგებო სიტუაციებში რეაგირების ნაციონალური გეგმის“ ნაწილია.

 

იგი, ისრაელს ნებისმიერი სახის და სიმძლავრის სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაშიც კი, მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე დაცულ ქვეყნად აქცევს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტისრაკეტო თავდაცვითი ყველა სისტემა ამერიკულ და ებრაულ კოსმოსურ თანამგზავრებთან დაკავშირებული, ერთ ქსელში გაერთიანებული რადარებით იქნება აღჭურვილი. ისრაელს ეს პროექტი დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი უჯდება.