იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით 42 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს
11:16:06     12-09-2019
იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 42 წლის კ.კ. დააკავეს.
მამაკაცი რამდენიმე ბინისა და კერძო სახლის გაქურდვაშია ბრალდებული.
ამასთან, პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ერთ-ერთ ბინაში ქურდობის დროსაა ასახული.
ბრალდებულს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული.