„ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეების ჯანმრთელობა შტურმისგან იქნება დასაცავი“

  18:05:40     06-09-2019

„ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეების ჯანმრთელობა შტურმისგან, თავდამსხმელებისგან იქნება დასაცავი“, - ამის შესახებ ფრაქციის ფორმატში მიმდინარე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ დასმულ კითხვას - „დღევანდელი გადმოსახედიდან მიაჩნდა თუ არა გახარიას, რომ 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები შეცდომა ან დანაშაული იყო?“ უპასუხა.

„გასაგებია თქვენი პოზიცია, ისევ თუ დაგჭირდათ, ისევ გამოიყენებთ?“, - მიმართა ნადირაშვილმა გიორგი გახარიას, რაზეც პრემიერობის კანდიდატმა უპასუხა -„რა თქმა უნდა“.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში „ევროპული საქართველო“ მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენს. შეხვედრა უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.