ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გარდაიცვალა

  11:16:37     06-09-2019

ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.ის დაავადებას ებრძოდა, თუმცა მედია ზუსტ დიაგნოზზე ინფორმაციას არ ავრცელებს. 

რობერტ მუგაბე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ზიმბაბვეს ერთ-ერთი პირველი ლიდერი გახდა, რომელიც ქვეყანას 1987-2017 წლებში მართავდა.