სალათი „გურმანის სიზმრები“
15:05:48     16-07-2011
მასალა:
200 გრამი მარწყვი
1 კონა სალათის ფურცლები
მეოთხედი ქილა უკურკო ზეთისხილი
100 გრამი უმარილო რბილი ყველი
1 ჩაის კოვზი ტვრილად დაჭრილი ქინძი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 ჩაის კოვზი ღვინის ძმარი
ერთი მწიკვი წიწაკა
მარილი გემოვნებით
1 ჩაის კოვზი თაფლი
მომზადების წესი: მარწყვი დავჭრათ 6–8 ნაწილად, ზეთის ხილი კი ორ ნაწილად. ყველი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად, ერთამნეთსი ავურიოთ წიწაკა, ძმარი, თაფლი და ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა დაჭრილ ინგრედიენტებს მოვასხათ და კარგად ავურიოთ.