პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა: ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს

  16:45:41     30-08-2019

"ჩემს შვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები. ახლა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და, რა თქმა უნდა, დადასტურდება და ამაზე მერე იმსჯელებენ. იღებდა მედიკამენტებს, მკურნალობდა და ფსიქიატრიულში იწვა. ჩემი პოზიცია არანაირი არ არის, ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას. აქამდე მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ მკურნალობდა",- განაცხადა ბრალდებულის დედამ.

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.