
თბილისში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
12:11:06     21-08-2019
თბილისში, ვორონცოვზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
შსს-ის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა კიდურში აქვს მიყენებული და მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.