ჩიქობავას ქუჩაზე ძაღლების ჩხუბის გამო 17 წლის ახალგაზრდას თავში ესროლეს

  15:00:59     13-08-2019

ძაღლების ჩხუბის გამო ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდის მდგომაროება კვლავაც უმძიმესია.

შემთხვევა 4 დღის წინ, ჩიქობავას ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა. ამ ყველაფერს კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც 37 წლის მამაკაცმა 17 წლის ახალგაზრდას თავის არეში იარაღიდან ესროლა.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია და მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.