ესპანეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს
17:58:05     12-08-2019
ესპანეთში ჩხუბის დროს ქართველი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ბარსელონას პროვინციაში შემავალ ქალაქ სან ადრიან დელ ბესოსში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კონფლიქტი ოთხ მეზობელს შორის დაიწყო, რა დროსაც 30 წლის ქართველი ახალგაზრდა მძიმედ დაჭრეს. ის, ორ სხვა დაშავებულთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.