რუსეთი, აფხაზეთში სამხედრო ჰოსპიტალის აშენებას გეგმავს
12:20:05     15-07-2011
რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ჰოსპიტალი აშენებას გეგმავს, რომელიც იდეაში მოემსახურება როგორც რუს, ასევე აფხაზ სამხედროებს. ამის შესახებ, ჟურნალისტებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა სოხუმში ყოფნისას განუცხადა. „ჩვენ განვიხილეთ მომდინარე სამუშაო, რომელიც მეშვიდე სამხედრო ბაზის ფუნქიონირებას ეხება. გარდა ამისა, განვიხილეთ სამხედრო თანამშრომლობის გეგმის რეალიზაციის საკითხები. საუბარი იყო სხვა არაერთ საკითხზეც, მათ შორის, სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობის საკითხზე,“ განაცხადა სერდიუკოვმა თვითაღიარებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრთან, მერაბ ქიშმარიასთან და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრის შემდეგ.