ანდრო ბარნოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

  12:18:00     15-07-2011

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ცნობილი გახდა, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი, ანდრო ბარნოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. ახალი ამბავი საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, სალომე მახარაძემ აცნობა. სამხედრო ექსპერტი ანდრო ბარნოვი გორში გადაბარგებულ თავდაცვის აკადემიას ცხრა თვის განმავლობაში, 2010 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. მინისტრის ახალი მოადგილე პროფესიით ფილოლოგია. მას საქართველოს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის რეფორმებზე მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, რომელიც სხვა არაერთ მიმართულებასთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორსაც მოიცავდა.